USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს დენი გაეთიშებათ
 2125

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კიკვიძის, ნინუას და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ალილუევის, ღუდუშაურის, სტურუას, ხუდადოვის, ვახტანგ მახალდიანის, ჩოხატაურის, აკაკი სურგულაძის, რევაზ ურიდიას, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, ლალიონის, სელიმ ხიმშიაშვილის, კონსკაიას, ბიჩინაშვილის, გურამ ასათიანის, ეფრემ ზაქარაიას, ნინო ტყეშელაშვილის, კიკნაძის, ნოვოროსიისკის, რკინიგზის, მანგლისის, ტყეკულტურის, ციხისძირის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიახვის, ბარალეთის, ლიბანის და მიხაკო წერეთელის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, ლითონკონსტუქციების დასახლების, ღლონტის, ვიქტორ კუპრაძის, ალექსანდრე წულუკიძის, დავითაიას, კვაჭანტირაძის, ალუბლების, ზურაბ პატარიძის, სულაქველიძის, მშველიძის, უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის, ხელოვანთა, აშოტ კურაპალატის, წყალსადენის, როინაშვილის, კვიპაროსის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის, ყაუხჩიშვილების, თამარ ღვალაძის, ჯუმბერ ლეჟავას, მამისაანთუბნის, მეფრინველეთა, დეკანოზიშვილის, სომხეთის, აჩაბეთის და ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა,  მაისურაძის, თაყაიშვილის, ილია სუხიშვილის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის