USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 6 მარტს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  650

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ქერჩის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შატილის, აბანოს, აბაის, ქუქჩიშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ურეკის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ლეოპოლდ ბილფელდის, წყნეთის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის