USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 4 მარტს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  518

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გვეტაძის, ყიფიანის, აგლაძის, გაფრინდაულის, ბოხუას, ბელიაშვილის და შალვა ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მეფე მირიანის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, IX კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, შროშის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის, დომენტი ჟღენტის და ანაპის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) და ჩარგლის ქუცის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1დასახლების, ლაგურაშვილის, გაბაშვილის და ღვალაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, შანიძის, ბაშალეიშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, წინანდლის, ხახანაშვილის და ივერიელის ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის