USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  609

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II კვარტლის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილი-იუჟინის, წიკლაურის, საყვირის და კოხრეიძის ქუჩების  მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, ჩხიკვაძის, შატილის, ურეკის, ცოდნისკარის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, მაღალაშვილის და სადმელის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამრირის (ნაწილობრივ), კანდელაკის, ნუცუბიძის, გამრეკელის, ძოწენიძის, მიცკევიჩის, ცაგარელის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, ნადარეიშვილის, ჯანელიძის, სამგორის, ბოგდან ხმელნიცკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნარგიზის და რუსუდანის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის