USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 23 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  342

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:             აღმაშენებლის ხეივნის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჩაჩავას, ლუბლიანას, მიხეილ ბერძენიშვილის, იუნკერ შალვა ერისთავის, აკაკი ბელიაშვილის, შალვა გოგიძის, გივი ჟვანიას, გვირილების, ნოდარ ბოხუას, შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, მიხეილ ჭიაურელის, გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის, დისევის, გიორგი ტერევერკოს და ნინო ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის,  სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, მცხეთის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, გაბაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, ემხვარის და ფარჯიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების(ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way