USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 21 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  510

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის  პლატოს II მიკრორაიონის IV, V კვარტლების, მხატვრების დასახლების, მარგიანის, ნუცუბიძის, ავთო ვარაზის, ქანთარიას, გაბუნიების, ინტენსიფიკაციის და პაბლო პიკასოს    ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუცბიძის  პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის უნივერსიტეტის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო  ლამბერტის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის და კრისტიან სტივენის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდსის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, იაშვილის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კიკეთის და დაბა ბეთანიის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის დასახლების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), კურნატოვის, კამალოვის, კახიანის, სამღერეთის, გულრიფშის, ქართველიშვილის, მანაგაძის, მესხიშვილის, სართანიას, თამარაშვილის, კალიუჟინის, ჟღენტის, კაჭრეთის, ზედაუბნის, კოდალოს, მაღაროს, ეკლესიის, დობროლუბოვის და ენისელის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გობრონიძის და მარატ  ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  ხეივნის, გორგასალის, გულიას, ბადაგის, ორთაჭალის, ხეივნის, ვერცხლის, ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), იან პრიბილის, დოდაშვილის, სახალხოს და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2  I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ოჯალეშის, კოტეტიშვილის, იმედა კახნიაშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, რომანოზ ხომლელის, ლადო კოტეტიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას, მიხეილ გახოკიძის, ნაზი შამანაურის, სადგერის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დვალის, ჯავახეთის, აკაკი ჩხენკელის, ილია სუხიშვილის, მაისურაძის, თრიალეთის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის და ზაჰესის ქუჩების  მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის