USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 19 თებერვალს დენი გაეთიშებათ
Date:  649

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, მარიკა ბარათაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, ოთარ ჩხეიძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის, გამრეკელის, აკაკი გელოვანის, შავგულიძის, თოფურიას და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი სამადლოს (ნაწილობრივ), სოფელი ლისის და ლეო კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აბულაძის, ჯავახეთის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლვბის IX, X კვარტლების (ნაწილობრივ) და აბაის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, თამაზ თოხაძის, გორის, ბათუმის, ვლადიმერ ვორონინის, სლავა მეტრეველის, მაიაკოვსკის, იამანიძის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way