USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 18 ივნისს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის  ქუჩის მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის, ბოჭორიძის, აჯამეთის, კანკავას, ჩიქობავას, როსტომაშვილის, ჯავახიშვილის, ბენაშვილის, იაროსლავის, ვეძათხევის, არაგვისპირელის, ემილ ვერჰარნის, ოსიაურის, ბოჭორმის, გრანელის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, ჩერქეზიშვილის და გოცირიძის ქუჩების მოსახლეობას.     

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის  გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, გეგეჭკორის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, ამაშუკელის, ნუცუბიძის, აბულაძის, ინტენსიფიკაციის, პეტრიწის, ბალანჩინის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.     

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, დიმიტრი ყიფიანის, მესხის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე   მეორეს, კოტე აფხაზის, ტყავის, შარდენის, სიონის, ჰოვანეს თუმანიანის, ქუმსიაშვილის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.     

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის