USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 17 თებერვალს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  752

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, ახვლედიანის აღმართის, დიდხევის აღმართის, მჭედლიშვილის, გორკის, თოიძის, დოქის, ჩხეიძის, ლოჭინის, ხეთაგუროვის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, სანთლის, გოგიბერიძის, ბურების, ნეკრასოვის, ტოლსტოის, არაგვისპირელის, თვალჭრელიძის, ვეძათხევის, ციმაკურიძის, წმინდა ნიკოლოზის, საღარაძის, კუმისის, სხირტლაძის, ადიგენის, გამცემლიძის, სულიაშვილის, წინამძღვრიშვილის, ნოე ჟორდანიას, სანაპიროს და პლატონის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის და შანდორ პეტეფის ქუჩის  მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ბოხუას და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, ემხვარის, პეტრიწის და თოფურიძე ვალენტინის ქუჩების  მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის