USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 14 მაისს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  657

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, კლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, კლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის, ფეიქართა, ცოტნე დადიანის, იფნევის, კვერნაულის, ზვარეთის, დვირის, ედისის, ჟველაურის და არალეთის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ავალიშვილის, ყიფშიძის და საჯაიას ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II კვარტლის, ირინა შტენბერგის, აბაშვილის და ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ფურცელაძის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის და გოგჩას ქუჩების  მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბეთის, წალენჯიხის, ტატიშვილის, კოპცოვის, ხარაბაძის და გომარეთის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის