USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 13 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  382

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III, IV მიკრორაიონების, არბოს, ერწოს, ქსნის, ხევისუბნის, ვარდისუბნის, ქვიშხეთის, მექანიზაციის, მოლითის, თორნიკე ერისთავის, ვახტანგ ნინუას, გურამ ბზვანელის, ზაალ დუმბაძის, შეშელიძის, ხევძმარის, ფეიქართა, გიორგი ბოთერაშვილის და ლევან ჭოჭუას ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, მამია გურიელის, შალვა გოგიძის, გაზაფხულის, დელისის, თამაზ ნადარეიშვილის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას. 

 გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამბერტის, რაინეგსის, მეფე მირიანის, კლაპროთის, მაქს ტილკეს, ჰრინევსკის, ჰუგო ჰუბერტის, კასტელის და ბარონ დე ბაის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ანზორ ერქომაიშვილის, ჭოროხის და უზნაძის   ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის