USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 13 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  895

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე  დადიანის (ნაწილობრივ), ქურდიანის, ზაქრაძის და მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კრწანისის, ორთაჭალის, ჯაფარიძის, ვოლსკის და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კოჯრის, დაბა ტაბახმელას, დაბა წავკისის, მელიქიშვილის, როდენის, ქუჩიშვილის, იაკობ  ნიკოლაძის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამილახვარის ქუჩის მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ცაცხვების, ზემო ვეძისის, მაჭავარიანის,  ლისის, ნაკერჩხალის, ასათინის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოსი IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იყალთოს გორის, ნუცუბიძის, დელისის, ჯებაშვილის, გაზაფხულის, ზემო დელისის, ნადარეიშივლის, გურიელის, აფხაიძის, არდაზიანის,  ზემო ვეძისის, წულუკიძის, ბაქრაძის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშივილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშივლის, ტაშკენტის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ისაკაძის, დავითაშვილის, ცხინვალის, ონიაშვილის, გელოვანის,  ანდრონიკაშვილის, ოსეთის, ოდესის, შმიდტის, ტატიშვილის, საირმის, ბურძგლას, მიცკევიჩის, ცაგარელის, დგებუაძის, გვარამიას, ბერიტაშვილის, ერისთავის, კვაჭაძის, გუდავას, ინტენსიფიკაციის, ჩარკვიანის, ასათიანის, კამანის, აბულაძის, ზაქარიაძის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ცინცაძის, შევარდენიძის, თამარაშვილის, კარტოზიას, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, საბურთალოს, შარტავას და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის