USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 12 სექტემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  784

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კიკეთის და დაბა ბეთანიის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  ტაბახმელას მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე მირიანის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ), ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის, კლაპროტის, ფატმანის, დანიბეგაშვილის, ასმათის, ერედვის, რაინგესის, კრისტიან სტივენის, ტარიელის, დავარის, ბარონ დე ბაის, ჰუბერტის, აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის, სტრაბონის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნიკო ბურის, რამაზის, ფატმანის, ვახტანგ ჭელიძის, თინათინის და  ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და მეფე არჩილის ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, გაგარინის, აკაკი გახოკიძის, დარასელიას და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ჟვანიას და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ელიას მთის, აჩაბეთის, სომხეთის, პატარიძის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, კვიპაროსის და თეოფანე დავითიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და თეოფანე დავითაიას ქუჩის მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way