USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 10 იანვარს დენი გაეთიშებათ
Date:  754

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გომარეთის, ახტალის, დომენტი ჟღენტის, წერონისის, სამღერეთის, ბახმაროს, ზიარის, ლისაშვილის, სანავარდოს, პიონერის, ლეჩხუმის, ზედაუბნის, რაჭის და კალიუჟინის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, IV, VIII, X კვარტლების, აეროდრომის დასახლების, სამხედრო დასახლების, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კალოუბნის, ჯავახეთის, ელდარის, მდივანის, ჩაჩუას, შუამთის, თრიალეთის, საცხენისის, აბაშვილის, გიორგი მდივანის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ქსელში გადართვების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way