USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
“თეგეტა მოტორსი” თბილისის მერიისათვის Man-ის 18-მეტრიან 160 ავტობუსს იყიდის
თარიღი:  805

თბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსს შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულად “თეგეტა მოტორსი” გამოაცხადა, შესაბამისად კომპანიასთან 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება.

“თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანხმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს.

ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი ავტობუსის მოდელია MAN Lion's City 18C, მისი ტექნიკური პარამეტრები ასე ნაწილდება:

• მოსალოდნელი გამძლეობა - 12 წელი და 1,020,000 კმ;
• გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
• გამოშვების ქვეყანა - პოლონეთი
• სიგრძე - 18,06 მეტრი;
• სიგანე - 2,55 მეტრი;
• სიმაღლე - 3,34 მეტრი;
• კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების, ორფრთიანი);
• იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
• ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
• მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
• შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
• ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
• გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არ არის მითითებული, იღებდა თუ არა ტენდერში მონაწილეობას სხვა კომპანიაც.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის