USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - ნუ ახდენთ პანდემიის პოლიტიზირებას, დაყოფილი მსოფლიო კორონავირუსს ვერ დაამარცხებს
თარიღი:  667

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზირებას ნუ ახდენენ და მის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ სწრაფად ხდება და ბოლო 8 დღეში დაინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

 „უდიდესი საფრთხე, რომელიც დღეს გვემუქრება, თავად ვირუსია, არ არსებობს გლობალური სოლიდარობა და გლობალური ხელმძღვანელობა. ამ პანდემიას დაყოფილი მსოფლიო ვერ დაამარცხებს,“ - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

 ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსის 9 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 183 000 ახალი შემთხვევა - დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ვირუსი განსაკუთრებულად სწრაფად ვრცელდება ბრაზილიაში, ინდოეთში, ერაყში და აშშ-ის ზოგიერთ შტატში.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის