USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ტედროს ადანომ გებრეისუსი - სამ თვეში ახალი პანდემია იქნება
Date:  4719

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მსოფლიოს უახლოეს სამ თვეში მსოფლიოს ახალი პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”მომავალი პანდემიისითვის მომზადებისა და მასზე რეაგირებისთვის მომდევნო სამი თვე კრიტიკული პერიოდი იქნება”, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისი თქმით, მსოფლიოში მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ ავადობა და სიკვდილიანობა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე რჩება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way