საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" საარჩევო სიის მეოთხე ნომერია. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რათა საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.