USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა
თარიღი:  895

„არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჯობდა არ წასულიყო გიორგი გახარია, თუმცა ყოფილი პრემიერის შემობრუნება მისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.

„მედიაში სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში დაბრუნდებოდა. რაკი მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“, ეს საზიანო იქნება.

ჩვენთვის საზიანო იყო მისი წასვლა და მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში, პარლამენტში, სადაც გადაბარების პროცესში გახლდით, ყველა გაკვირვებული იყო, მეც მათ შორის პირველი და ჩვენთვის ეს საზიანო ვერ იქნება. მისთვის რამდენად კარგია ეს დაბრუნება, არ ვიცი, რადგან იქნება კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს და რამდენად შეიძლება იყოს კომფორტული ეს კითხვ

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის