USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისური ტენდერები - თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახალი ავტობაზის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს
თარიღი:  1280

თბილისში პირველ ეტაპზე მხოლოდ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ეს ირკვევა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერით, რომლითაც ავტობაზის მშენებლობაა გათვალისწინებული.

ამ დრომდე არ არის გამოცხადებული ტენდერი ავტობუსების შესაძენად - ხელშეკრულების გაფორმებიდან მის ჩამოყვანამდე კი სულ მცირე ერთი წელია საჭირო. ახალი ავტობუსებისთვის აუცილებელია ავტობაზაც, რომლის მშენებლობაც მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერით გადაწყვიტა - მისი ღირებულება 62,8 მლნ ლარია.

მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის საჭირო ავტობაზის მშენებლობის პროცედურა რამდენჯერმე დაიწყო. 2023 წლის იანვარში სატრანსპორტო კომპანია შესყიდვების სააგენტოს სწერდა, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღონისძიება ჩატარდეს უმოკლეს ვადებში" და ამის გამო ტენდერის გარეშე მშენებლობის დაწყებას გეგმავდა. შესყიდვების სააგენტომ ეს მოთხოვნა 3 თვის წინ დააკმაყოფილა, თუმცა მერიამ ბაზის მშენებლობა მაინც არ დაიწყო.

"რადგან დიდ თანხაზე იყო საუბარი, ისევ ტენდერის გზას გამოვიყენებთ", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.

მერიამ ავტობაზის ასაშენებლად ტენდერი 3 აპრილს გამოაცხადა. სწორედ ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ 50 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ავტობაზის ასაშენებლად 18 თვე ექნება, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ:

"მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მეოთხე ავტობაზის სამშენებლო ინფრასტრუქტურის იმ დონემდე მიყვანა, რომ შესაძლებელი იყოს მინიმუმ პირველ ეტაპზე შემოყვანილი 50 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაცია".

10 თვეში ამ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს:

  • ავტობუსების სადგომი;
  • გაზგასამართი სადგური;
  • სამრეცხაო;
  • სარეგლამენტო მომსახურების სივრცე;
  • სადისპეტჩერო და სამექანიკო სივრცე;
  • საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა;
  • ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა;
  • ტერიტორიის შემოღობვა;
  • საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სამუშაო ინფრასტრუქტურა;
  • დაცვის სამსახურისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურა.

18-მეტრიანი ავტობუსების ქალაქში შემოყვანა თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ჯერ კიდევ მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, 2018 წლის ოქტომბერში, ის ამბობდა, რომ "2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი". მალევე იგი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა მიუნხენში და კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

ქ. თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში (აეროპორტის მიმდებარედ) მუნიციპალური ავტობუსების პარკისათვის ახალი ავტობაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოები ე.წ. დაპროექტება- მშენებლობის (Design-Build) მეთოდით

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის