USD 2.6625
EUR 3.0683
RUB 3.6325
თბილისი
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი, სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინა გადაეცა
თარიღი:  451
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი, სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინა გადაეცა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დევნილთა განსახლების პროცესი გრძელდება და მომავალი წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, თვალჭრელიძის ქუჩაზე მთლიანობაში 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა პროექტის მასშტაბურობას, რომლის ღირებულება 255 მილიონი ლარია და კომპანია „ანაგს“ და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მშენებელსა და ინჟინერს მადლობა გადაუხადა.
„ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უსამართლო და უფრო მეტიც, ხშირად - ღირსების შემლახავი. გვახსოვს პერიოდი, როდესაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებდნენ, ხოლო თბილისში მათთვის ბინების მშენებლობა საერთოდ აკრძალული იყო. ჩვენ დავასრულეთ ეს მანკიერი პრაქტიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვენზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა მკაფიოა: ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს. აი, ამ პოლიტიკის ხელშესახები შედეგები: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პარალელურად, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით, მათგან 2 400-ზე მეტმა - მხოლოდ მიმდინარე წელს შეიძინა ასეთი სახლები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით: თუ 2012 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მილიონი ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის ათჯერ გაიზარდა და ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს და ახლო მომავალში რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ბინას ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს.
„ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან, სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ სახლებს და კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია, დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დევნილ ოჯახებს ბინების მიღება მიულოცეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მღებრიშვილების ოჯახს სიმბოლურად ახალი სახლის გასაღები გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.
საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის