USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა
თარიღი:  629

 

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის 48 ნომერში სამსართულიანი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ნგრევის მომენტში ადგილზე გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის 3 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებსაც შენობაში საკანალიზაციო მილები უნდა მოეწყოთ. 

მოსახლეობა ამბობს, რომ "სამი ადამიანი შემთხვევით გადარჩა". მათ ამ დრომდე არ იციან, უსაფრთხოა თუ არა სახლებში დაბრუნება და გაუძლებს თუ არა კონსტრუქცია საყრდენი კედლის დაზიანების შემდეგ. ნგრევის შედეგად 30-მდე ოჯახი უსახლკაროდ რჩება. სავარაუდოდ, მათ დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები, პოლიციელები, გამგეობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ადგილობრივების განცხადებით, სახლს ჰქონდა პრობლემა, რომლის შესახებაც "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათგან სათანადო რეაგირება არ მიუღიათ

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის