USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
Date:  599

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.

„პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way