USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილში დასრულდება
თარიღი:  827

თბილისში კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე არსებული გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

„პრაქტიკულად ახალი ხიდი აშენდა. ეს არის აეროპორტამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია შარშან განვახორციელეთ. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, თავისი განათებებით. მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, ამის ქვემოთ გადის სარკინიგზო მაგისტრალი და გარკვეული შეფერხებები გვქონდა ამ სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება და ორმხრივად გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის. აეროპორტში ჩამოსული სტუმრები ამ გზით შემოდიან ქალაქში და ამ ყველაფრის მოწესრიგება იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კოჭების აღდგენა, ფილების, მისასვლელების და ტროტუარების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება. რეაბილიტაციის დროს საჭირო გახდა ოთხი ამორტიზირებული კოჭის ახლით შეცვლა, ასევე, განაპირა და შუალედური ბურჯების რეაბილიტაცია. გზაგამტარის ქვედა ნაწილში ძველი საყრდენი კედელი ახლით ჩანაცვლდა.

პროექტის ღირებულება 1 328 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და აპრილის ბოლოს დასრულდება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის