USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 პირს ბრალდება წარედგინა
თარიღი:  911

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ერთი პირის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კ.მ.-მ, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა ნათესავთან, მისი დასჯის მიზნით ორგანიზება გაუწია ჯგუფურ ძალადობას. 17 ივნისს, კ.მ.-მ მის მეგობრებს, დ.მ.-ს და შ.ჭ.-ს აჩვენა ნათესავის ფოტო, გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ე.წ „კაპიშონიანი“ მოსაცემელები, რის შემდეგაც გლდანის ხევის დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ, საიდანაც დ.მ. და შ.ჭ. გადავიდნენ, ხოლო კ.მ. და გ.მ. ავტომანქანაში დაელოდნენ. დ.მ. ტელეფონით დაუკავშირდა დაზარალებულს და მოტყუებით ჩაიყვანა კორპუსის მიმდებარედ, სადაც მან და შ.ჭ.-მ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. ძალადობის დროს დ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს, დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც დაჭრილმა ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. მიყენებული ჭრილობების შედეგად კ.მ.-ს ნათესავი გარდაიცვალა, ხოლო დ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კ.მ.-მ, გ.მ.-მ და შ.ჭ.-მ, ნამდვილად იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. კ.მ.-მ, დ.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, სანაგვე ურნაში გადააგდო დანაშაულის საგანი- დანა და ბრალდებულის მამხილებელი სხვა მტკიცებულებები.

სამართალდამცველებმა კ.მ., შ.ჭ. და გ.მ. 18 ივნისს დააკავეს. დ.მ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება 20 ივნისს წარედგინება.

კ.მ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შ.ჭ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.მ.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის