USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა
თარიღი:  

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედაქალაქის საკრებულოში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის - Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიხსნა და მას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს „ევროდესკის“ ქსელის შეხვედრას და გენერალურ ასამბლეას. ვფიქრობ, ღონისძიების თბილისში ჩატარება ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააღრმავებს. „ევროდესკის“ ქსელის წევრობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმოგზაურონ და ისწავლონ ევროპაში, მიიღონ გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა, შეიძინონ ევროპელი მეგობრები, ახალი თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეხვედრებზე, რომელიც 28-31 მარტს გაიმართება, ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ამ პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ასევე, დაგეგმილია დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშების განხილვა და სოციალურ-კულტურული აქტივობები.

„ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის