USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისში ახალაშენებული კორპუსი ინგრევა - ვაშლიჯვარში, ავარიული მრავალბიანიანი კორპუსიდან მოსახლეობის მყისიერი ევაკუცია განახორციელდა
თარიღი:  1184
ვაშლიჯვარში, არზაყან ემხვარის N9-ში არსებული მრავალბიანიანი კორპუსიდან საბურთალოს რაიონის გამგეობამ მყისიერად განახორციელა ევაკუცია და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დროებით საცხოვრებელში მათი გადაიყვანა უზრუნველყო.
 
აღნიშნული კორპუსის უსაფრთხოება დედაქალაქის მერიას არ დაუდასტურებია და ის ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ არის ჩაბარებული.
 
 საბურთალოს რაიონის გამგეობამ პირველივე დღეს დაჩქარებული წესით შეუკვეთა ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ დაადასტურა ეჭვი კორპუსის ავარიულობასთან დაკავშირებით. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ შენობაში მოსახლეობის ცხოვრება იკრძალება.
 
 თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაიცა რამდენიმე რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიის მიმართ. იმ დრომდე, ვიდრე ყველა რეკომედაცია არ შესრულდება, მოსახლეობა იქნება ქირით გაყვანილი.
 
აღნიშნული შენობის გარე პერიმეტრი ლენტებით შემოისაზღვრა. კორპუსის უსაფრთხოების მიზნით, მოხდა ყველა კომუნიკაციის გათიშვა.
 
საბურთალოს რაიონის გამგებელ გიზო ვასაძეს აქვს ინტენსიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ყოველდღიურად აწვდის მათ ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის