USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება
თარიღი:  1663

თბილისის მერია ქალაქში 2 ახალ საბაგირო მარშრუტზე იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიის დაკვეთით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირების მიზნით კვლევა 2016 წელს ჩატარდა. შედეგად 12 პოტენციური მარშრუტი გამოვლინდა, რომელთაგანაც მერიამ ყურადღება ორზე შეაჩერა.

„ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსდება“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება და პირველი სამგორი-ვაზისუბნის ხაზი იქნება, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების განმახორციელებელი კონსულტანტი მიმდინარე წლის ივლისში შეირჩევა, მშენებლობაზე კი ტენდერი სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გამოცხადდება. პროექტის დასაფინანსებლად, AFD-ს მიერ გამოყოფილია 30 მილიონი ევრო.

სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტისთვის, რომელიც მეტროსადგურ „სარაჯიშვილს“ ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს, კონსულტანტის შერჩევა 2021 წლის დასაწყისში იგეგმება.პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ოდენობა ამ ეტაპისთვის განსაზღვრული არ არის.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის