USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
თბილისი
თბილისში 18 მლნ ლარის ინვესტიციით სასტუმრო „ბიოგრაფი“ გაიხსნა - „აქ ყველა სართულს თავისი მისამართი აქვს“
თარიღი:  1821

თბილისში, დღეს, 1 ივლისს, ახალი სასტუმრო „ბიოგრაფი“ იხსნება. ორთაჭალაში მდებარე სასტუმროს ჯამური ინვესტიცია 18 მლნ ლარია. პროექტის ავტორი და მფლობელი სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფია“.

როგორც სასტუმროს მმართველმა პარტნიორმა შალვა ალავერდაშვილმა Forbes Georgia-ს განუცხადა, სასტუმროს პროექტის დაგეგმვა სამი წლის წინ, ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, შემდეგ კი, პანდემიის მიუხედავად, მისმა ავტორებმა იდეაზე უარი არ თქვეს და  პროექტი ბოლომდე განახორციელეს.

„ეს არის დეველოპერული კომპანია, თუმცა, ჰორეკა-სექტორშიც შემოვიდა. პანდემიის პირობებში ეს არის გმირობა, რომ ამ ადამიანებმა არ გადაიფიქრეს და დაიჯერეს, რომ სასტუმრო ბიზნესსა და ზოგადად ტურიზმში არის მომავალი“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი სასტუმრო ძირითადად ტურისტულ ჯგუფებზეა გათვლილი, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. „კონტრაქტები გვაქვს ტურისტულ კომპანიებთან. ისრაელიდან, სპარსეთის ყურის რეგიონიდან ჯავშნები უკვე გვაქვს“, – აღნიშნა სასტუმროს მმართველმა პარტნიორმა.

სასტუმროს დიზაინი გამოირჩევა იმით, რომ ყოველ სართულს აქვს თავისი მისამართი. მაგალითად, ერთი სართულის მისამართია ორთაჭალა, მეორე სართულის გარეთუბანი, კალა და ა.შ.

„გარდა ამისა, ამ სასტუმროს სხვა სასტუმროებისგან განასხვავებს ის, რომ გვაქვს ორი სამზარეულო. მათგან ერთი აბსოლუტურად დამოუკიდებელი სამზარეულოა, სადაც ჩამოსულ სტუმრებს თავიანთი მზარეულის მოყვანა და მათთვის სასურველი კერძების დამზადება შეუძლიათ. ხშირად მქონდა შემთხვევა, როდესაც სტუმრები მეუბნებოდნენ, მზარეულის ჩამოყვანა გვინდა და შეგვიშვით თქვენს სამზარეულოშიო, რაც დისკომფორტს იწვევდა“, – ამბობს შალვა ალავერდაშვილი, რომელსაც ჰორეკა-სექტორში დიდი გამოცდილება აქვს.

112-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო პირველ დამსვენებელს 4 ივლისს მიიღებს. სასტუმროში განთავსების ღირებულება 50 დოლარიდან იწყება და ფასი ნომრის ტიპის მიხედვით განისაზღვრება.

forbes.ge

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის