ევაკუაცია რამდენიმე სკოლასა და სასამართლო შენობებში - თბილისსა და რეგიონებში, ბომბის შესახებ შეტყობინება რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში შევიდა. თბილისში შეტყობინებები სააპელაციო, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში შევიდა, ასევე შეტყობინებები მიიღეს რაიონულ სასამართლოებში - თელავში, გორში, ქუთაისში. შეწყვეტილია სამუშაო პროცესი, მოქალაქეებსა და თანამშრომლებს შენობებს ატოვებინებენ.
ასევე, შეტყობინებების გამო განხორციელდა რამდენიმე სკოლისა და საბავშვო ბაღის ევაკუაცია. თითქმის ყველგან, სადაც შევიდა ზარი მუშაობენ გამნაღმველები და სამართალდამცველები კინოლოგებთან ერთად.
ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით რაიმე ტიპის ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.