USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისს „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ სტატუსი მიენიჭა
თარიღი:  923

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაცია ACES Europe-მ, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 

პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, ის წინაპირობები განმარტა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა.

ACES Europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს პრეზენტაცია წარედგინა და   ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურების მიუხედავად, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი.

თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად  2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ის სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.

ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე, ავთანდილ ცინცაძე, ანა კაკაბაძე და მარიამ ზაქარიაშვილი ესწრებოდნენ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის