USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
თბილისობის დღესასწაულის პროგრამა
თარიღი:  393
5 და 6 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ
რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოეწყობა12:00 დან – 22:00 საათამდე
✓ დეკორაციები და ინსტალაციები,
✓ გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები
✓ სამეწარმეო მარკეტი
✓ საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები, გასართობი და სპორტული აქტივობები
✓ ღია კინოთეატრი
✓ მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.
აბანოთუბანში, 12:00 -დან 20:00-მდე გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“ გაიმართება.
რიყის პარკში 5 ოქტომბერს, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე ქართული საესტრადო შემსრულებლების სამი გრანდიოზული კონცერტი 6 ოქტომბერს, 20:00 საათზესაზეიმო კონცერტი „ქალაქური მუსიკის შედევრები“ დედაქალაქის მერია გილოცავთ თბილისობას
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის