თბილისმა ტრადიციულ მარათონს, ვორდ კლას ჯორჯიას უმასპინძლა.
გარბენი ტრადიციული ფორმატით ჩატარდა და დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიცვა. გარბენი მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციის წესებისა და სტანდარტების მიხედვით იყო ორგანიზებული. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. მარათონიდან მიღებული შემოსავალი, კი კასპის ბავშვთა სახლს გადაერიცხება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.