USD 2.6152
EUR 3.0315
RUB 3.0686
თბილისი
„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა
თარიღი:  334

„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე აღდგენილია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი და განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.

რეკრეაციული მიზნებისთვის გაკეთდა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 24 მილიონი ლარია და მას სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

„დაირგო 700 ნერგამდე. ძველი და ხმელი მცენარეები მოიჭრა და გატანილია ტერიტორიიდან. ქალაქიდან გადამხმარი ადგილები აღარ ჩანს. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, თბილისელები, ვინც ზაფხულს დედაქალაქში ატარებს, ამოვიდეს და დაისვენოს აქ“, - აღნიშნა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის