სხვადასხვა სამუშაოს გამო, 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადასთვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, იოსელიანის, თავხელიძის, წმინდა მოწამის ვასილისკოს, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო ,10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას.
ამასთან, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთრაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გია რომელაშვილის, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ელენე ახვლედიანის და ხევის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რკინიგზის ჩიხის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.