USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თარიღი:  1509

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიაში“ ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. ფესტივალის გახსნის ღონისძიებას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე დაესწრო. ანდრია ბასილაიამ ფესტივალის სტუმრებს და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.


დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი წელს პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს და საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ახალ წიგნებს.

„2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამით ხვდება. ჰყავს 50-ზე მეტი მონაწილე - გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაცია. მათ შორის არის თბილისის მერიის და იუნესკოს ერთობლივი პროექტი "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომლის სტენდზეც ძალიან საინტერესო ინტერაქტიულ პროექტს გთავაზობთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.


2021 წლის ფესტივალს 50-ზე მეტი მონაწილე ეყოლება და მის ფარგლებში 100-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. გარდა ამისა, განსაკუთრებული საბავშვო პროგრამაა გათვალისწინებული პატარებისთვის.


ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, 2021 წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოწვეულ სტუმრებსა და დამთვალიერებელს ისტორიულ ონლაინ ღონისძიებას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემებს, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტ გზას წარსულიდან მომავლისკენ.


ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი 2018 წელს საქართველოსგან გადაიბარა. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატუსით იგი 2022 წლის ფესტივალზე ისარგებლებს.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა. ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, საჭირო გახდა რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ახალ ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge


ფესტივალის ორგანიზატორები მომხმარებლებს წიგნების შეძენას, ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ვებგვერდზეც საფესტივალო ფასად სთავაზობენ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ხოლო მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია „თიბისი“.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის