USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
თბილისი
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობა მოლაპარაკებას ერთ-ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან მართავს
თარიღი:  586

თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობა მოლაპარაკებას ერთ-ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან მართავს - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ინსტიტუტთან. ამასთან, გიორგობიანი მოელის, რომ გზშ დოკუმენტაციის დამტკიცების გათვალისწინებით ახალი გზის პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდება.

"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე იქნება საბოლოო პროექტი დამტკიცებული, რომელიც დაყოფილია ლოტებად. ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები საჭიროა თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე ლოტებზე. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი სახსრების მობილიზაციაზე, ასევე, ერთ-ერთ განვითარების პარტნიორთან პროექტის განსახორციელებლად უკვე მოსამზადებელი სამუშაოებია და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე აქტიურად შეგვეძლება ღონისძიებების დაწყება,"- აცხადებს გიორგობიანი.

მაგისტრალის მთლიანი ღირებულება წინასწარი შეფასებით, ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია Anas International Enterprise-ის მიერ მომზადებული შეფასებიდან ცნობილი ხდება, რომ თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა, სავარაუდოდ, 520 მილიონი დოლარი დაჯდება.

პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.

რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.

მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გზის ოთხივე ლოტთან დაკავშირებით 2024 წლიდან მიმდინარეობს გზშ პროცედურები. რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გზის მეორე ლოტი - ავჭალა წიწამურის გზის მონაკვეთი დაახარვეზა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო გარემოება, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საკადასტრო კოდი, სადაც გვირაბების გაყვანით მთიდან გამოტანილი 434,935 მეტრ კუბი მიწა უნდა განთავსდეს, არ იძებნება. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა ორთვიანი ვადა, რომ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები გასწორდეს.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის