USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო
თარიღი:  728

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას „თბილისობა 2023“ მიულოცა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ.

„მათ შორის არიან: რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი - არჩილ ხომასურიძე; თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - ჟანრი ლოლაშვილი; ექიმი, პედიატრი - ნუგზარ უბერი; ფოტორეპორტიორი - ალექსანდრე კოტორაშვილი; მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი - რამაზ გახოკიძე; მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე - გია ბაღაშვილი; ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი - გურანდა გრიგორაშვილი; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - ნანა ფაჩუაშვილი; ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - თამაზ მაღლაკელიძე; ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი - ამირან ქორიძე; მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე - გურამ ახალაია; თეატრისა და კინოს მსახიობი - მურმან ჯინორია; პოეტი ლია სტურუა; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - ლეო ანთაძე; კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - იმედა კახიანი; მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი - იამზე დოლაბერიძე; მხატვარი - ლევან ლაღიძე; პოეტი, საზოგადო მოღვაწე - დავით მაღრაძე; მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი - რადიშ თორდია; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი - ავთო მახარაძე; სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი - ზურაბ ლეჟავა; მუსიკათმცოდნე, პედაგოგი - მანანა ახმეტელი; მუსიკოსი, კომპოზიტორი - მამუკა ჩარკვიანი; მხატვარი, მწერალი - ევა ბაბალაშვილი; ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ არველაძე; ექიმი - ფტიზიატრი - ზაზა ავალიანი.

დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის