USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
თბილისი
თბილისის საპატიო მოქალაქეები
თარიღი:  332

თბილისის საპატიო მოქალაქე — წოდება დაწესდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით. 1979 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულომ მიიღო ახალი დებულება თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ. დებულების თანახმად, წოდებას ანიჭებს თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, რომელსაც წინასწარ იხილავს თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო. წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე. წოდებას ძირითადად ანიჭებენ ყოველი წლის ოქტომბერში „თბილისობის“ დღესასწაულზე. თბილისის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა ამ წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები, ამასთან თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.

წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.
2021 წელი
რისმაგ გორდეზიანი - ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი
აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რამაზ ყურაშვილი - ექიმ-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი
ლილი კინწურაშვილი - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება
ელგუჯა ბურდული - ცნობილი მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი
პაატა კერვალიშვილი - ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით
ინგა ჯიბუტი - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი
ბადრი ქუთათელაძე - მწერალი, პოეტსი და მკვლევარი, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი
გრიგოლ ჩიგოგიძე - თეატრმცოდნე და ჟურნალისტი, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი
დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი
გივი ღამბაშიძე - პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში
2020 წელი
გურამ დოჩანაშვილი - ქართველი კლასიკოსი მწერალი
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი
პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში
მარინა ენდელაძე - ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე
თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი
მარინა ეზუგბაია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი
ლევან გოფოძე - თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
ლევან რატიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი
ელზა ვაშაკიძე - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი
დავით გადელია - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი
2019 წელი
გიოზალ დუმოევი - „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს;
გივი მამულაშვილი - „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული;
ავთანდილ კობახიძე - თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს;
ვალერიან მეთაფლიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს;
როგნეტა კუჭავა - ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს;
მეია მეგრელიშვილი - თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი;
ნიკოლოზ ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი.
2018 წელი
ლანა ღოღობერიძე - ფილოლოგი, რეჟისორი
ელგუჯა მეძმარიაშვილი - კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორი
გიული ჩოხელი - ჯაზშემსრულებელი
თენგიზ უთმელიძე - მოცეკვავე, ქორეოგრაფი
გაიოზ კანდელაკი - ავტოინჟინერი
მაია მანია - არქიტექტურის მკვლევარი
კონსტანტინე მარდალეიშვილი - ონკოლოგი
ნოდარ ცერცვაძე - გეოლოგი
ვლადიმერ კახაძე - ექიმი
თემურ ჩალაბაშვილი - პოეტი
შაბთაი ცური - ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ქეთი მელუა - მომღერალი
მიხეილ ბარიშნიკოვი - მოცეკვავე, ბალეტმაისტერი
ვახტანგ კახიძე - დირიჟორი
ნიკოლოზ რაჭველი - კომპოზიტორი, პიანისტი
2017 წელი
ლადო ათანელი — ბარიტონი
თამაზ ტყემალაძე — პუბლიცისტი
რომან შაქარიშვილი — ნევროლოგი
ალექსანდრე მეტრეველი — ყოფილი ჩოგბურთელი
იოჰანეს ჰანი — ევრო კომისარი
მერაბ თავაძე — მსახიობი და რეჟისორი
გულიკო ჩაფიძე — ექიმი
დემიკო ლოლაძე — ფოტოჟურნალისტი და მწერალი
ეთერ ქემერტელიძე — მეცნიერი და ქიმიკოსი
ზაიარა დავარაშვილი — ისტორიკოსი და ებრაული ენის პედაგოგი
ვაჟა დურგლიშვილი — კომპოზიტორი
თამაზ ყურაშვილი (თათუზა) — მუსიკოსი
ზაზა ფაჩულია — კალათბურთელი
2016 წელი
ლევან ჭაჭიაშვილი - ქირურგი
გელა მუხაშავრია - ექიმი, აკადემიკოსი
ალექსანდრე ჩივაძე - ვეტერანი ფეხბურთელი
ლალი ბადურაშვილი - მსახიობი
ჯემალ ჭკუასელი - ხელოვნების მოღვაწე
ნოდარ მგალობლიშვილი - მსახიობი, სახალხო არტისტი
რობერტ გოგოლაშვილი - ლოტბარი, მომღერალი
ფრიდონ სულაბერიძე - ქორეოგრაფი, მოცეკვავე
ლიანა ისაკაძე - მევიოლინე, დირიჟორი
გიორგი კვესიტაძე - აკადემიკოსი, მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი
დიმიტრი ერისთავი - მხატვარი
რევაზ გაბრიაძე - მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი
თამარ სხირტლაძე - მსახიობი
2015 წელი
ჯუმბერ ბერაძე — მოცეკვავე
ფოლად ბულბულ ოღლი — მომღერალი
ქეთევან დოლიძე — რეჟისორი
ლაშა თაბუკაშვილი — მწერალი
ბესიკ იაშვილი — ექიმი
ალექსანდრე კორსანტია — პიანისტი
ომარ ნაფეტვარიძე — არქიტექტორი
მზექალა შანიძე — მეცნიერი
გივი შაჰნაზარი — მთარგმნელი
გიორგი შენგელაია — რეჟისორი
გიორგი (გია) ჯაფარიძე — მხატვარი
2014 წელი
ლამარა აბაშმაძე — მეტროსადგურების პროექტების ავტორი
ანზორ ერქომაიშვილი — ლოტბარი
გურამ ბზვანელი — კომპოზიტორი
კახი კავსაძე — მსახიობი
ბაჩანა ბრეგვაძე — ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი
ივა ბერაძე — ოფთოლმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გია ჭირაქაძე — მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი
გივი ღამბაშიძე — არქეოლოგი, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი
რიჩარდ ნორლანდი — ამერიკელი დიპლომატი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში
იუვალ ფუქსი — ისრაელის ელჩი საქართველოში.
2013 წელი
თამაზ ჭილაძე — მწერალი
ამირან შალიკაშვილი — მსახიობი
მზია ნადირაძე — ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელი
ციალა კალმახელიძე — ბიბლიოთეკარი
ქეთი მატაბელი — მხატვარი
რამინ მიქაბერიძე — მომღერალი
თემურ ყვითელაშვილი — მუსიკოსი
თამაზ ჭელიძე — გეოფიზიკოსი
გიორგი ჩლიაძე — კომპოზიტორი
თეიმურაზ ბაბუნაშვილი — მეცნიერი-ეკონომისტი
ჯემალ ბაღაშვილი — მუსიკოსი
ნუგზარ შარია — ჟურნალისტი, მსახიობი
ნოდარ გიორგაძე — ბიზნესმენი
თენგიზ დოლიძე — თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელი
ანზორ ტარყაშვილი — ავტობუსის მძღოლი
გელა ჩარკვიანი — დიპლომატი
მალხაზ სონღულაშვილი — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი
მალგოჟატა გოშევსკა (Małgorzata Gosiewska) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველო–პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.
2012 წელი
ჯამლეტ ხუხაშვილი — სპორტული კომენტატორი
ბიძინა მურღულია — ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი
ცისანა ტატიშვილი — საოპერო მომღერალი
მიხეილ დავიდოვი — რუსი ექიმი-ონკოლოგი
კახა ცაბაძე — კომპოზიტორი
შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვი — აზერბაიჯანელი მეწარმე, თბილისის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „დირსის“ ინვესტორი.
2011 წელი
იოვანა - ბერძენი მომღერალი
ოლეგ ბასილაშვილი — მსახიობი
თამაზ გოგოტიშვილი — ხელოვნების დარგის მოღვაწე
ვახტანგ ტატიშვილი — ანსამბლ ივერიის სოლისტი
ნუნუ გაბუნია — კომპოზიტორი
მოსე მდინარაძე — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
მერი დავითაშვილი — კომპოზიტორი
შოთა ხეცურიანი — მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორი
ლევან ალექსიძე — იურიდიულ მეცნიერაბათა დოქტორი
იოსებ ნანობაშვილი — ვენაში მოღვაწე ქირურგი
სულიკო კოროშინაძე — მომღერალი
მაია ჩიბურდანიძე — მოჭადრაკე
მანანა თანდაშვილი — ფრანკფურტში მოღვაწე ფილოლოგი
კენეტ ვოკერი — ატლანტიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
ჰაოლ დელ პიანკო — „რომუალდო დელ ბიანკოს“ ფონდის წევრი
სალიხ გურტუევი — ბალყარელი პოეტი.
2010 წელი
პაულ კუმერი — ქ. ინსბრუკის წარმომადგენელი
ავთანდილ კვეზერელი–კოპაძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
თამაზ გერსამია — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე
მანაბა მაგომედოვა — დაღესტნელი მხატვარი, ოქრომჭედელი
ალექსეი ფადეეჩევი — რუსეთის სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი
შალვა დავითაშვილი — კომპოზიტორი
მერაბ სარელი — პროფესორი
მარეხ გოძიაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი
თეიმურაზ წიკლაური — საქართველოს დამსახურებული არტისტი
გასტონ ბუაჩიძე — ლიტერატორი, მთარგმნელი
თემურ ჩხეიძე — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი
გივი ბერიკაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი
ნათელა ურუშაძე — თეატრმცოდნე
2009 წელი
ოთარ რამიშვილი — მომღერალი
ანტონ მირაქიშვილი — ოტორინოლარინგოლოგი
ინა კვაზოი — ინგუში მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მიქაილ ჯამაროვი — ბაქოს ყოფილი მერი
ვერა წიგნაძე — ქორეოგრაფი
ბესარიონ გელდიაშვილი — არქიტექტორი
ელისო ვირსალაძე — პიანისტი
ნანა ალექსანდრია — მოჭადრაკე
რეჯეფ ჟორდანია — საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას ვაჟი
მარიკა კვალიაშვილი — კომპოზიტორი
ლეილა აბაშიძე — მსახიობი
რუსუდან სებისკვერაძე — კომპოზიტორი
თენგიზ ახმეტელი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გომარ სიხარულიძე - საქართველოს დამსახურებული არტისტი
მანანა ჯაფარიძე - მომღერალი
2008 წელი
კლაუს ჰიპი — გერმანელი მეწარმე და მეცენატი
ჟილბერ ალბერი — შვეიცარიელი იუველირი
ჰენრი პარი — ინგლისელი ფიზიოლოგი
ტარიელ ქუთათელაძე — არქიტექტორი
თეიმურაზ ბერიძე — ისტორიკოსი
ალი ისაევ-ავარსკი — ავარიელი პოეტი და მსახიობი
2007 წელი
გია ყანჩელი — კომპოზიტორი
ვაჟა ორბელაძე — არქიტექტორი
იანუშ შევჩუკი — ბიზნესმენი
2006 წელი
კოტე ჩოლოყაშვილი — ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი
ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) — ბიზნესმენი, ქველმოქმედი
არტემ არუთინოვი — 109-ე სკოლის დირექტორი, მეთოდისტი ისტორიაში
2005 წელი
ვიქტორ სანეევი — სპორტსმენი
ემირ ბურჯანაძე — მხატვარი
გერჰარდ ლაუქსი — თბილისის დაძმობილებული ქალაქის ზაარბრიუკენის მერიის გეოდეზიის და გეო საინფორმაციო სამსახურის უფროსი
2004 წელი
ნუნუ დუღაშვილი — კომპოზიტორი
იაკობ ქიტესოვი — არღნის ოსტატი
ვანიკო მაჭავარიანი — მომღერალი, თბილისის კოლორიტი
ჯემალ აჯიაშვილი — მწერალი
ჟენ მარკ ერო — ნანტის მერი
მარკ მალკოვიჩ III — მუსიკოსი
2003 წელი
რევაზ ამაშუკელი — პოეტი
ალბერტ თავხელიძე — მეცნიერი
ლამარა მარგველაშვილი — მასწავლებელი
ლევ მარკიზი — მუსიკოსი
მურაზ მურვანიძე — მხატვარი
გიზო ნიშნიანიძე — მწერალი
მერაბ ფიჩხაძე — მეცენატი
ნოდარ ყიფშიძე — ექიმი
თამაზ შილაკაძე — მეგზევე, ინჟინერი
ბორის წიფურია — მსახიობი
ვახტანგ ხუციძე — ექიმი
რაფიელ ჩიმიშკიანი — სპორტსმენი
გურამ საღარაძე — სპორტსმენი
ლევან თედიაშვილი — სპორტსმენი
დავით ციმაკურიძე — სპორტსმენი
2002 წელი
ალექსანდრე ბასილაია — კომპოზიტორი
თამარ დეკანოსიძე — ექიმი
გივი ინწკირველი — სამართალმცოდნე
დორიან კიტია — ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ზურაბ ლეჟავა — მხატვარი
მერაბ მერაბიშვილი — მოქანდაკე
თამაზ ჩხენკელი — პოეტი, მწერალი
ზურაბ წერეთელი — მხატვარი
მზია ჯუღელი — სპორტსმენი
მედეა ჩახავა — მსახიობი
ვოვა კანდელაკი — მხატვარი
2001 წელი
გოგი ალექსი-მესხიშვილი — ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ჭაბუა ამირეჯიბი — მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
პაატა ბურჭულაძე — მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
კარლო ლეკიშვილი — მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-კვლევითი ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორი.
ვლადიმერ პატეიშვილი — საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი.
გურამ საღარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
თენგიზ ღვინიაშვილი — მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
რევაზ ჩხეიძე — კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.
2000 წელი
თამაზ გამყრელიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.
ნონა გაფრინდაშვილი — მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.
პანტიკო (ვაჟა) თორდია — შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.
ნათელა იანქოშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ამირან კავკასიძე — ექიმი, საზოგადოება „თბილისელის“ ვიცე-პრეზიდენტი.
ზაალ კახიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ნოდარ ლომოური — ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.
ომარ მხეიძე — მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.
1999 წელი
ვაჟა აზარაშვილი — კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
ვახტანგ ბალავაძე — სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.
ლეონიდე ბოკერია — ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.
გრიგოლ (გიგა) თოიძე — მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი.?
გურამ ლორთქიფანიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
როინ მეტრეველი — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ რექტორი.
იზა ორჯონიკიძე — პოეტი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერეტურის მუზეუმის დირექტორი
კონსტანტინოს სტეფანოპულოსი — საბერძნეთის პრეზიდენტი.
თენგიზ სუხიშვილი — საქართველოს სახალხო არტისტი, „ქართული ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი.
ირაკლი ციციშვილი — პედიატრი, პროფესორი.
ფრიდონ ხალვაში — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1998 წელი
აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე — ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
ჯანო ბაგრატიონი (ირაკლის ძე) — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.
გიორგი (გია) ბადრიძე — კინოდრამატურგი.
ფრიდონ თოდუა — ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე — საესტრადო მომღერალი, მსახიობი.
რობერტ ქოჩარიანი — სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
ვახტანგ მოსიძე — ფიზიოლოგო, ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ — კორესპოდენტი.
ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
მსტისლავ როსტროპოვიჩი — მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი.
სალარიძე ვახტანგ — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
მიხეილ ქვლივიძე — პოეტი.
კონსტანტინე წერეთელი — აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1997 წელი
ასკარ აკაევი — ყირგიზეთის პრეზიდენტი.
კარლო მეგრელიშვილი — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
ვახტანგ ტაბლიაშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
რამაზ ჩხიკვაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
სოფიკო ჭიაურელი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ოთარ ჯაფარიძე — არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1996 წელი
გიორგი (გიგა) ბათიაშვილი — არქიტექტორი, ძველი თბილისის აღდგენა-რეგენერაციის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი.
ბიძინა კვერნაძე — კომპოზიტორი.
გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე — რეჟისორი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე.
კოტე მახარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ნურსულტან ნაზარბაევი — ყაზახეთის პრეზიდენტი.
ანატოლი სობჩაკი — სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
რობერტ სტურუა — რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ჯანსუღ ჩარკვიანი — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჟურნალ „დროშის“ რედაქტორი.
გიორგი ჩუბინიშვილი — „თბილისის ქალაქპროექტის“ საპატიო მთავარი ინჟინერი.
აკაკი ძიძიგური — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1995 წელი
ნანი ბრეგვაძე — საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ვალერიან გუგუნავა — სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი.
მურმან ლებანიძე — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თეიმურაზ ჩირგაძე — ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
1988 წელი
ვიქტორ გოცირიძე — „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ალექსანდრე დათაშვილი — „თბილგვირაბმშენის“ ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი.
მარიამ ლორთქიფანიძე — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
ბორის პაიჭაძე — ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
მელორ სტურუა — ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო მიმომხილველი.
მედეა ჯაფარიძე — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1987 წელი
ზურაბ ანჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი.
თინათინ ასათიანი — ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა — მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
რამიშ მაჯიდ-ოღლი ბეიბუთოვი — მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.
სერგი დურმიშიძე — ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი.
ქეთევან ლომთათიძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
გრიგოლ ტერეშჩენკო — მოწინავე მუშა.
1986 წელი
ვახტანგ ბერიძე — ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
გიორგი გულია — მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე.
ოდისეი დიმიტრიადი — დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
მიხეილ თუმანიშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ნინო პანკოვა — თბილიის წინდების საწარმოო გაერთიანება „კრწანისის“ მქსოველი.
ვერა ქემაშვილი — თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ბრიგადირი.
სიმონ ხეჩინაშვილი — ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნელბის ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1985 წელი
ნატალია ბურმისტროვა — თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.
ოთარ თაქთაქიშვილი — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ტრიფონ როსტიაშვილი — გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
შოთა ყავლაშვილი — თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველიუს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ედუარდ შევარდნაძე — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.
1984 წელი
გრიგოლ აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი.
ვასილ ბოროდავკა — ქარხანა „ცენტროლიტის“ მუშა, სოციალისტური შრომის გმირი.
გიორგი დანელია — კინორეჟისორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ციციშვილი, ირაკლი — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, საბჭოთა კავშირის გმირი.
1983 წელი
მანანა აბრამიშვილ-ფეტვიაშვილი — მრავალშვილიანი დედა.
მერაბ ბერძენიშვილი — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.
ავლიპი ზურაბიშვილი — ფსიქიატრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ანა კალანდაძე — პოეტი.
ლევ კულიჯანოვი — კინორეჟისორი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი.
ოთარ ლითანიშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი.
გურამ მეტონიძე — საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ ელექტრომემონტაჟე.
გიორგი ტოვსტონოგოვი — ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.
გიორგი ცაბაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1982 წელი
ვიქტორ ამბარცუმიანი — ასტროფიზიკოსი, სომხეთის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.
გივი გაჩეჩილაძე — თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი.
სესილია თაყაიშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ირაკლი თოიძე — მხატვარ-გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
კარლო კალაძე — პოეტი და დრამატურგი.
თენგიზ მენთეშაშვილი — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.
ნიაზი ზულფუგარის ძე ტაღიზადე—ჰაჯიბეკოვი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.
ევგენი პრიმაკოვი — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
ევგენი ხარაძე — ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
უჩა ჯაფარიძე — საქართველოს სახალხო მხატვარი.
1981 წელი
ელგუჯა ამაშუკელი — საქართველოს სახალხო მხატვარი, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.
ანდრია ბალანჩივაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ვლადიმერ ბურაკოვსკი — კარდიოქირურგი.
ვიქტორ კუპრაძე - მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
გიორგი კურტანიძე — თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო ქარხნის ბრიგადირი.
ნინო რამიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ილია სუხიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალსო არტისტი.
1980 წელი
ირაკლი აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი
ვერიკო ანჯაფარიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ნიკოლოზ კეცხოველი — ბოტანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ვალერიან ჭელიძე — გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის ხელმძღვანელი, სოციალისტური შრომის გმირი.
1979 წელი
ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.
აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.