USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის საკრებულოში დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე გაიხსნა
თარიღი:  979

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით,  ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ქალაქ თბილისის თავის, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს და პარლამენტის წევრები, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები, ცნობილი მეცნიერები, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების მკვლევარები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

 საგამოფენო სივრცეში დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა და დიმიტრი ყიფიანის ხელნაწერებია წარმოდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. მისი განცხადებით, განუსაზღვრელად დიდია დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი ქვეყნის და დედაქალაქის წინაშე. მან მარიკა დარჩიას ამ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარდა იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანი იყო საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, იგი 1875 - 1879 წლებში იკავებდა თბილისის ქალაქის თავის პოსტს და მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, თანამოაზრეებთან ერთად შეძლო ქალაქისთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

ვიმედოვნებთ, რომ დღეს, საკრებულოში გახსნილი საგამოფენო სივრცე საინტერესო იქნება თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ ვრცლად ისაუბრა თბილისისა და ქვეყნის წინაშე დიმიტრი ყიფიანის ღვაწლსა და დამსახურებაზე. მან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს ნინო სანადირაძეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და დიმიტრი ყიფიანის შთამომავალს ზაზა აბაშიძეს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 „დიმიტრი ყიფიანი უზარმაზარი მნიშვნელობის სახელმწიფო მოღვაწეა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში არის დარბაზი, რომელიც დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს, სურვილი მქონდა, ამ ისტორიულ შენობაში  შექმნილიყო დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე, რომელშიც მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ძირითადი ინფორმაცია იქნებოდა მისი მოღვაწეობის, მისი გზის შესახებ. ის დეტალები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.  დიმიტრი ყიფიანის ეს დარბაზი პრაქტიკულად გვასწავლის ყველას, როგორები უნდა ვიყოთ. რომ არასოდეს დაგვავიწყდეს, როგორ მოვიდა ჩვენი ქალაქი აქამდე, როგორ მოვიდა ჩვენი ქვეყანა.

მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ თბილისის პირველ ქართველ მერს ამ ისტორიული შენობაში ისტორიული დარბაზი ჰქონოდა,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

ღონისძიებაზე დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს მისმა შთამომავლებმა, მეცნიერებმა. საგამოფენო სივრცის გახსნის შემდეგ, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დიმიტრი ყიფიანის შესახებ  რეჟისორების კოტე ჯანდიერის და ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის მცირე ნაწილის ჩვენება გაიმართა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის