USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
თარიღი:  806

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში იმყოფებიან.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა ვიზიტის ფარგლებში, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან იზორიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართეს.

„დელეგაციის წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა მხარეთა ურთიერთობის გაღრმავების პროცესში მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ თბილისის თვითმმართველობისთვის ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სიახლეების დანერგვა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საელჩოს წარმომადგენლებს და პირადად ელჩს ლევან იზორიას, ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

საკრებულოს წევრთა განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მუნიციპალური პროგრამების გაძლიერებისათვის უცხოეთის გამოცდილების გაზიარება წინგადადგმული ნაბიჯი და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტური საშუალებაა.

მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბერლინის სენატის მუსიკალური, სახელოვნებო და ბიბლიოთეკების კურატორებთან, ბერლინის სენატის ჯანდაცვის კურატორთან (მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკის დათვალიერება), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის ხელმძღვანელებთან, მუნიციპალური დაქვემდებარების მუსიკალური სკოლისა და ადრეული ასაკის განათლების (საბავშვო ბაღების) კურატორებთან.

ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის საჩუქრად ჩაიტანა თანამედროვე ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა. ამ წიგნების პატიმრებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

სამუშაო ვიზიტი 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის