USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკი გაშენდება
თარიღი:  759

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ხოლო დანარჩენ 40-ამდე ჰექტარზე ცენტრალური პარკის გაშენება.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გარდა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისა, „იპოდრომზე, დაახლოებით, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს“.

ამასთან, სოხაძის თქმით, ამ ეტაპზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი მოიცავს 6 შენობის მშენებლობას, რომლიდანაც ერთი ყველაზე მაღალი შენობა 79-სართულიანი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი პირობითია და შეიძლება შეიცვალოს.

„გეგმარებით დავალებაზე წარმოდგენილია 6 შენობა. მათ შორის, ბოლოში არის პედესტალი. როცა გეგმარებითი დავალება კეთდება, ეს ყველაფერი არის პირობითი. შენობა შეიძლება გახდეს 8, ან 5. შეიძლება ყველაზე მაღალი შენობა 79-სართულიანი კი არ იყოს, არამედ 77- ან 80-სართულიანი. უკვე დეტალურ პროექტს მოგვიანებით წარმოვადგენთ”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

პარალელურად, საპირისპირო განცხადებები კეთდება ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. ისინი დაგეგმილ პროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი განხორციელება დაუშვებელია, რადგან ის არის “ურბანული გენოციდის გაგრძელება”.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის