USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
Tbilisi
თბილისის სააპელაციომ თეთრი წყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა - არ დაკმაყოფილდა არცერთი სარჩელი
Date:  443

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობა დარღვეული იყო.

კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე სექტორის სარჩელები, ხოლო, თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა, რომელიც ასევე ხმის ფარულობის დარღვევას გულისხმობდა.

სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” სარჩელები.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.

სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.

ცნობისთვის, არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისად, ის უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება.

მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ISFED-ის არცერთი საჩივარი და გააუქმა გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის გადათვლის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში შედიოდნენ: გოჩა დიდავა, დიმიტრი გვრიტიშვილი და თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way