USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 8 აგვისტოს?
თარიღი:  846

გადაუდებელი სამუშაოების გამო 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, იყალთოს, ბახტრიონის, გაგარინის, გამრეკელის, კუტუზოვის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის (ნაწილობრივ), ორთაჭალის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ოჯალეშის, რწმენის, სადგურის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, პოლიციის, ჩხენკელის, კაკაბაძის, შერვაშიძის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის  პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის გამზირის, ციციშვილის, თამარაშვილის, ლეჟავას, თუმანიშვილის და ხაბეიშვილის ქუჩების    მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, ბარნოვის, კეკელიძის, გალის და თერგის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, ლითონკონსტრუქციის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირირს (ნაწილობრივ), ხელოვანთა, მშველიძის, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), „ღრმაღელეს“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ჯინჭარაძის, ღრმაღელეს, ჩარგლის, ქსნის, ქვიშხეთის, არბოს, ვარდისუბნის, ერწოს და უმიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის I, III, V მიკრორაიონების, ვეკუას, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის,    ქერჩის, გმირ კურსანტთა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, მიქელაძის, ლუბლიანას, სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის