USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 6 აგვისტოს?
Date:  826

გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აკაკი წერეთელის გამზირის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, სპირიდონ კედიას, ცემის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, სტანისლავსკის, დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II,  III, IV, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, მამკოდის, ხიზანიშვილის, დემნა შენგელაიას, მორეტის, თორნიკე ქურდაძის, მიხეილ ხერგიანის, გაგარინის, ვართაგავას, ტაბიძის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), თეთრიწყაროს, ციხისძირის, წულაძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, არსენას, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბათუ კრავეიშვილის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრვ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, საბურთალოს, ცინცაძის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, ცაგარელის, გურამ ქუთათელაძის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way