USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 5 ნოემბერს?
თარიღი:  364

თელასის განცხადებით გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 03:00 საათიდან 03:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დელისი“-ს მიმდებარე ტერიტორიის,  ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის,  ვაჟა-ფშაველას II, III, IV, V, VI, VII კვარტლების,  ნუცუბიძის პლატოს  I, II, III  მიკრორაიონების, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, სოფელი ლისის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, მარიკა ბარათაშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, შავგულიძის, იოველ ქუთათელაძის, გიორგი გეგეჭკორის,  გამრეკელის, შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, ანაკლიის, საბურთალოს,  იმედაძის, ძოწენიძის, მედეა ჩახავას, უნივერსიტეტის, ვაგან მამასახლისოვის, დავით თავხელიძის, ძოწის, თოფურიას, ჯურხა ნადირაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, გაბაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, ერმილე ბედიას, მინდელის, ჯიქიას, ალექსანდრე იოსელიანის,  მარგიანის, წმინდა მოწამე ვასილისკის, ზურაბ საკანდელიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, წყნეთის, ყაზბეგის, აკაკი გელოვანის, იაშვილის,  პაბლო პიკასოს და გიორგი დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 05:00 საათიდან 09:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის და მთაწმინდის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 03:00 საათიდან 03:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის, თამარაშვილის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, მიქელაძის, ყიფშიძის, ცხვედაძის, ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშივლის, მუხაძის, ძმები კიკნაველიძეების, რამიშვილის, ავალიშვილის, თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მოსაშვილის, დარიალის, უნივერსიტეტის, სვანიძის, ლორთქიფანიძის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის, მელიქიშვილის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, ნიკო ნიკოლაძის, არაყიშვილის, მცხეთის, ჯანაშვილის, შატბერაშვილის, ერისთავის, ქობულეთის, იმედაძის, უჩანეიშვილის,   ახვლედიანის, მარაბდის, მესხის, სულიკო ჟღენტის, ღამბაშიძის, რიწის, ცხემის, დავით თორაძის, ყაზბეგის, ტარიელ სვანიძის, რევაზ ჯაფარიძის, მაყაშვილის, მარუხის გმირთა, არსენას, ლაღიის, რეზო ჩხეიძის, ბელინსკის, ზანდუკელის, ვანო სარაჯიშვილის, ტარიელის, კერესელის, შანიძის, შროშის, როდენის, ლუარსაბ შარაშიძის, ვარაზისხევის, ხორავას, ალექსი მაჭავარიანის, კოსტავას, მთაწმინდის, კოტე მახარაძის, ჟვანიას, ზალდასტანიშვილის, ეკალაძის, კობახიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, პეტრიაშვილის, ნუცა ღოღობერიძის, ჭოველიძის, ეკატერინე გაბაშვილის, გრიბოედოვის, ქუჩიშვილის, თხინვალის, ბესიკის, ნათია ბაშალეიშვილის, 8 მარტის, ძმები კაკაბაძეების, ლაღიძის, თერგის, გუნიას, რჩეულიშვილის, გიორგი შენგელაიას, ჭონქაძის,  გოგებაშვილის, ლარსის, გუდაურის, გურიის, ზაალ ქიქოძის, ჩირგაძის, არაგვის, შევჩენკოს, შიო მღვიმელის, ვეძინის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ელიზბარ ზედგენიძის, ყიფიანის, თარხნიშვილის, ქიაჩელის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ლიზიკო ქავთარაძის, ჭიაურელის, გურგულიას, ინგოროყვას, ნაფარეულის, ჩაბალის, ზეინაბ ბოცვაძის, გალის, უმიკაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ბორბალოს, ზემო ვაკის, ალეკო შენგელიას, ჯანაშიას, ტარიელ სვანიძის, ტატიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის, ჭანტურიას, ვერიკო ანჯაფარიძის, ლიხის, გიორგი გიგაურის, მიმინოშვილის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, ასათიანის, ლაღიძის, მიხეილ თუმანიშვილის და შოთა მილორავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.