USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ ელექტროენერგია 25 აპრილს?
дата:  488

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, V კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯრის დასახლების  IIა ზონის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ჯიქიას, ოჟიოს, ანდრია აფაქიძის, გიორგი მიროტაძის, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას, ივანე ბერიტაშვილის, ემანუელ აფხაიძის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ომარ ფერცულიანის, დავით ართმელიძის, ექვთიმე მთაწმინდელის, ჩაჩავას, გრიგოლ ფერაძის, ნიკოლოზ ბერაძის, ლაშა ლაშხიას, წყლის, გოდერძი ჩოხელის, მერაბ კოსტავას (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ფერდინანდ თავაძის, ემხვარის, ვასო გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, პეტრიწის, ბესარიონ ჟღენტის, მინდელის, ძოწის, შავგულიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ერმილე ბედიას, მარგიანის, პაბლო პიკასოს და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, კოკა კლდიაშვილის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ფხოვის, ხაზინის, პუშკინის და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, ვახტანგ ფირცხალავას, გიორგი ავალიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ენუქიძის, თვალჭრელიძის, გივი ამილახვარის, ზაზა დამენიას, ვლადიმერ დავითაშვილის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას. 

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати