USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დღეს დენი?
თარიღი:  499

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ინტენსიფიკაციის, გუდავას, გელოვანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, იასამნის, პოლიტკოვსკაიას და დელისის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ვეძინის, სარაჯიშვილის, ცხემის, ქიქოძის, ჭავჭავაძის, რიწის, ძმები კაკაბაძეების და თხინვალის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, სარაჯიშვილის, ხარაძის, შეშელიძის, ხევძმარის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის, სამღერეთის, კონდოლის, თიგიშვილის, თამარაშვილის და ზაქარაიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, პირველი რესპუბლიკის მოედნის,  წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გონაშვილის, მეტეხის, მეფე სოლომონ ბრძენის, მარტყოფის, ხივინის, ქურხულის, ახმეტის, სევანის, ლადო მესხიშვილის, ისნის, მაჭარის, მახათას, დედოფლისწყაროს, ბოროდინის, ფაღავას, ლაგოდეხის, ფერიცვალების, ღვინის აღმართის, ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის, ერევნის, ირბახის, წურწუმიას, ცისკრის, იუსტინე აბულაძის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ნიკოლოზ იზაშვილის, ბადიაურის, თელავის, ალადაშვილის, დმანისის, სართიჭალის, ხერხეულიძის,  ალიხანიანის, დუტუ მეგრელის, ნასაკირალის, რუისის, ჩეხოვის, ურბნისის, იუსტინე ჩუბუნიძის, მთავარანგელოზის და ფოსტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერწმის, ჩოლოყაშვილის, ფაღავას, სევანის, მთავარანგელოზის, ცისკრის, გურჯაანის და მახათას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის