USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 9 ივნისს?
Date:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჭყონდიდელის და მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, მარჯანიშვილის და ზურაბ ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი სამადლოს, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის, ლევან ალექსიძის, შარტავას (ნაწილობრივ), გაგარინის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, თოფურიძის, გოძიაშვილის, გოთუას და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ვარკეთილის  მეურნეობის,  ლილოს დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, ქიზიყის, მშვიდობის, თვალჭრელიძის, ფრისის, ერმაკოვის, გრიგოლ აფშინაშვილის, მებაღეობის, ანდრია გუგუშვილის, გუმათჰესის, ლუკა რაზიკაშვილის, ზურაბ დობორჯგინიძის, პაატა გუგუშვილის, აკაკი ფაღავას, გუმათის, ჭიჭინაძის, სანაძის, ჭილაშვილის, ცისკარიშვილის, ოზაანის, ქიზიყის, ბესო ბერიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ლევან რაზიკაშვილის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის და ალექსანდრე ზაალიშვილის  ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის (ნაწილობრივ),  აეროდრომის დასახლების II, VII, VIII, X, XI ქუჩების, კალოუბნის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების     მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, ხეივნის, დიდი ხეივნის, დიმიტრი გულიას, ბადაგის, გულუას, კოტე აფხაზის (ნაწილობრივ), ჟორდანიას, გიორგი ნიკოლაძის, უსახელოურის, წითლანაძის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის, საბატონოს, კრწანისის, კალანდაძის, მელქაძის,  წინანაურის, ორთაჭალის, ბერძნის, თორთლაძის და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way