USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 8 ნოემბერს?
თარიღი:  405

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის და გუდამაყარის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედანის, 26 მაისის მოედანის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, ემხვარის, პეტრიწის, სარაჯიშვილის, მაჭავარიანის, თოფურიას, ფარჯიანის, საბურთალოს, გამრეკელის, იყალთოს, ცინცაძის, ბახტრიონის, კუტუზოვის, ხვიჩიას, კოსტავას (ნაწილობრივ), გიორგი სააკაძის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, ჭაბუკიანის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, გურამ ქუთათელაძის, ირაკლი გამრეკელის, ცაგარელის, წინაუბნის, ქარელის, ალექსანდრე ბასილაიას, ზურაბ ქაფიანიძის, ტუსკიას, ბაკურციხის, გურამ ბზვანელის, ნატახტარის, ფანანასკერტელი-ციციშვილის, ანდღულაძის, ტეხურის, ლიხაურის და ნოდარ ანდღულაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის